პოდმოსკოვიეში მედვედევის პროტოკოლის სამსახურის ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

პოდმოსკოვიეში სამართალდამცავები არკვევენ ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებს, რა დროსაც რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის პროტოკოლის სამსახურის ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, იუწყება RBC.

ინციდენტი მოხდა დაბა ნახაბინოში კრასნოგორსკთან. ავრომობილი Ford Mondeo, რომლითაც გადაადგილდებოდნენ მედვედევის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლები, გადასასვლელზე დაეჯახა მამაკაცს. ცნობილია, რომ მანქანას მართავდა ალეკსანდრ კურზინი – პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს №2 ავტობაზის მძღოლი-თანამშრომელი. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მომენტში მძღოლის გარდა მანქანაში არავინ იყო.  დაზარალებული დაჯახების დროს მანქანის კაპოტზე დაეცა. მძღოლი გადმოვიდა, მივიდა დაზარალებულთან, დარწმუნდა, რომ ის ძალიან არ დაშავებულა და წავიდა. დაზარალებულმა პოლიციას მიმართა. ამჟამად მიმდინარეობს შემოწმება. ავტომობილს წინა საქარე მინა დაუზანდა.

წყარო: rbc.ru

კომენტარები