პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან.

გამოქვეყნებული აქვს წიგნები (1964, 1967, 1970, 1974). 1972 წელს მისი ლექსების კრებული გამოვიდა რუსულ ენაზეც. პოემისათვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია.

იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986). 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ასევე, მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (1993). არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968).

რეზო ამაშუკელის ლექსები და პოემები 1957 წლიდან იბეჭდება. პოემისათვის „ძახილი“ 1968 წელს საქართველოს კომკავშირის პრემია მიენიჭა. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ხოლო 1988-89 წლებში – შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. რეზო ამაშუკელი “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარის მოადგილეც იყო 1993 წელს. ის თბილისის საპატიო მოქალაქე იყო და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. გარდა ამისა, რეზო ამაშუკელი იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი.

კომენტარები