პოზნერი: „აუცილებლად ისევ წავალ საქართველოში“

-„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პროტესტები მოეწყო, იქ ჩასვლას ისევ ვგეგმავ.

იქ წავალ. რატომაც არა. მე ამას არ გამოვრიცხავ. იქ უამრავი მეგობარი მყავს, აუცილებლად ისევ წავალ  საქართველოში“ -აცხადებს რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი.

ამ ინფორმაციას NEWS.ru ავრცელებს.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს, საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო “ვინოტელის” დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია.

კომენტარები