პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მმარ­თვე­ლი პარ­ტია „რუს­თა­ვი 2“-ის წამ­ყვა­ნის, გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბას და ზო­გა­დად, არ­ხის საქ­მი­ა­ნო­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

“ის, რაც გუ­შინ „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში ვი­ხი­ლეთ, არ არის არც ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი და არც კერ­ძო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­რე­დაქ­ციო ექ­სცე­სი – ეს არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი მრა­ვალ­წლი­ა­ნი ომის ნა­წი­ლი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ფრონ­ტი მათ მი­ერ­ვე მი­ტა­ცე­ბულ ტე­ლე­ვი­ზია – „რუს­თა­ვი 2“-ზე გა­დის და სრუ­ლად ჯდე­ბა ზი­ზღის, სიც­რუ­ი­სა და ძა­ლა­დო­ბის პარ­ტი­უ­ლი მან­ქა­ნის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­ში.

ამის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის და იმავდრო­უ­ლად ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დის პრო­კუ­რო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას სა­ე­თე­რო პრაქ­ტი­კაა.

მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე შე­აჩ­ვი­ეს პირ­და­პი­რი ეთე­რი­დან დე­დის გი­ნე­ბას, მათ შო­რის ჩვე­ნი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით, მაგ­რამ პირ­და­პირ ეთერ­ში წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა არის ვერ­ბა­ლუ­რი ვან­და­ლიზ­მის აქტი და სცდე­ბა რო­გორც ქარ­თულ და კავ­კა­სი­ურ, ასე­ვე ზო­გად ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ურ ჩარ­ჩო­ებს.

უბინ­ძუ­რე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ვო­კა­ცია, რაც „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში იხი­ლა ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, წარ­მო­ად­გენს ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ აღ­კვე­თი­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ხე­ლა­ხალ მცდე­ლო­ბას.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მიზ­ნად ისა­ხავს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას, სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის კონ­ფლიქ­ტის ახა­ლი ტალ­ღის გა­მოწ­ვე­ვას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნას, სან­ქცი­ე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას. ეს გან­ცხა­დე­ბა პირ­და­პი­რი და გარ­და­უ­ვა­ლი რის­კის ქვეშ აყე­ნებს რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ მი­ლი­ო­ნამ­დე ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს.

ის, რაც გუ­შინ „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში მოხ­და, არ არის მხო­ლოდ ერთი მტრუ­ლი და მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ლუსტრა­ცია, ეს არის მთე­ლი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მა, რად­გან დაშ­ვე­ბუ­ლი იქნა, რომ ჩვენს თვალ­წინ ამ დესტრუქ­ცი­ულ ძა­ლას და მის პო­ლი­ტი­კურ, თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­ტე­ლი­ტებს მო­ეხ­დი­ნათ ეროვ­ნუ­ლო­ბის, პატ­რი­ო­ტიზ­მის მო­ნო­პო­ლი­ზა­ცია და სა­ყო­ველ­თაო ის­ტე­რი­ის ფონ­ზე, ამ სა­ფარ­ქვეშ შე­ერ­ყი­ათ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ფუძ­ვლე­ბი.

სა­ხე­ზეა მცდე­ლო­ბა, რომ ამ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­სა­ღი რე­აქ­ცია სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე შე­ტე­ვად გა­ა­სა­ღონ. კი­დევ ერთხელ ვუს­ვამთ ხაზს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სრუ­ლად არის და­ცუ­ლი და სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტი – ჩვენ ქვე­ყა­ნა­საც და­ვი­ცათ, ხალ­ხსაც და სა­ხელ­მწი­ფოს მშვი­დო­ბი­ა­ნი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვთა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­საც.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სებს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს“, – ნათ­ქვა­მია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

 

 

კომენტარები