„პოლიტიკური კლიმატი ვერ შეიცვლება. დოკუმენტს ოცნებამ რომ მოაწეროს ხელი, მე მაინც არ მოვაწერ“ – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა:

-„მადლობელი ვარ მედიატორის და ყველასი, ვისაც აქვს პოლიტიკური და პრაგმატული ინტერესი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, ოღონდ პირველადი პასუხისმგებლობა ბუნებრივია ჩვენ გვაქვს, ვინც ანგარიშვალდებული ვართ საზოგადოების წინაშე. ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების თავისუფლების გარეშე პოლიტიკური კლიმატი ვერ შეიცვლება. დოკუმენტს ოცნებამ რომ მოაწეროს ხელი, მე მაინც არ მოვაწერ.

ხელისუფლებამ დააყენა საკითხი, – მე რადიკალურად ვარ განწყობილი, არაფერს ვიზამ, თქვენ რამე ისეთს თუ შემომთავაზებთ, რომელიც ოდნავ მაინც მე არ მინდა, თავს დავიღუპავ, მაგრამ ქვეყანასაც გადავიყოლებო. სამწუხაროდ, ეს არასრულფასოვანი დოკუმენტი ამ სტრატეგიის შედეგია. განვაგრძობთ პარტნიორებთან მუშაობას, რომ კრიზისის განმუხტვის გზა გადიოდეს როგორც რეფორმებზე, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ვადამდელ არჩევნებზე“.

კომენტარები