„პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა – მართლებიც და მტყუანებიც – ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ” – დავით უსუფაშვილი

-„პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი ისეთ კა­ლა­პოტ­ში მო­ექ­ცა, რომ ყვე­ლა­ნი – მარ­თლე­ბიც და მტყუ­ა­ნე­ბიც – ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ნგრე­ვის პრო­ცეს­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. რო­გორ­მე უნდა შევ­ჩერ­დეთ და გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვოთ. გა­მო­სა­ვა­ლია ახლი არ­ჩევ­ნე­ბის ვა­დებ­ზე და პი­რო­ბებ­ზე შე­თან­ხმე­ბა და მისი სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით გა­მაგ­რე­ბა. ასე­თი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა რთუ­ლი საქ­მეა, რად­გან ჩვენ­ში პო­ლი­ტი­კურ ვაჟ­კა­ცო­ბად სხვი­სი გა­ნად­გუ­რე­ბა მი­იჩ­ნე­ვა და არა სხვას­თან ერ­თად სწორ გზა­ზე დად­გო­მა. დღე­ი­დან მხო­ლოდ ამ რთულ საქ­მეს მო­ვახ­მარ შერ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნურ და პო­ლი­ტი­კურ რე­სურსს – და­ვუ­რე­კავ, ვუ­პა­სუ­ხებ, შევ­ხვდე­ბი, მო­ვუს­მენ, შევ­თა­ვა­ზებ… ჩემი სა­ჯა­რო აქ­ტი­უ­რო­ბაც ამ საქ­მის ინ­ტე­რე­სებს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა”, – წერს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, პარ­ტია “ლე­ლოს” ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი”ფე­ის­ბუ­ქის” ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

 

David Usupashvili Official

ორშაბათს

პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი – მართლებიც და მტყუანებიც – ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ. როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ. გამოსავალია ახალი არჩევნების ვადებზე და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება. ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა სხვასთან ერთად სწორ გზაზე დადგომა. დღეიდან მხოლოდ ამ რთულ საქმეს მოვახმარ შერჩენილ ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს – დავურეკავ, ვუპასუხებ, შევხვდები, მოვუსმენ, შევთავაზებ… ჩემი საჯარო აქტიურობაც ამ საქმის ინტერესებს დაექვემდებარება.

კომენტარები