პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო დაფინანსება დაკარგა, დაფინანსების უფლება აღუდგება

პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო დაფინანსება დაკარგა, დაფინანსების უფლება აღუდგება. ასეთ პარტიას ის თანხაც აუნაზღაურდება, რაც დაფინანსების შეწყვეტის პერიოდში ვერ მიიღო.

შესაბამისი მუხლი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონს ემატება.

პარლამენტი მეორე მოსმენით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავს.

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის პირველი თებერვლიდან იგეგმება.

კომენტარები