“პოლიტპატიმარ ირაკლი დოკვაძის დედა მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი… ხელისუფლებავ, გამოუშვი ირაკლი ციხიდან!” – ქეთი სესიაშვილი:

 – ხელისუფლებავ, მგონი თქვენ თვითონაც კი დაგავიწყდათ თქვენს ტყვეობაში მყოფი პოლიტმძევალპატიმარი ირაკლი დოკვაძე. გამოუშვით ირაკლი დოკვაძე ციხიდან, ვინ ხართ თქვენ და რა ჯურისანი? მითუმეტეს, დედამისი, ქალბატონი ლეილა დოკვაძე, ათეულობით წლების მანძილზე შვილის ნატრული და მომლოდინე, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ადამიანობის ნატამალი მაინც(სამართლიანობასა და კანონის მორჩილებაზე აღარ მაქვს თქვენთან საუბარი) აღარ შეგრჩენიათ? ვინ ხართ თქვენ, ვინ?! მაშინ როდესაც ყაჩაღებსა და საშინელი ცოდვითა და სისხლით დამძიმებულ კრიმინალებს გარეთ უშვებთ სხვადასხვა მეთოდით, მაშინ როცა ესებუას მსგავსებს მოფერებით ნახევარ მილიონს თავადვე მიუცუნცულებთ და ესკორტით უშვებთ, სამშობლოს, მამულის ერთგულს იმიტომ ივიწყებთ და ციხეში ახრჩობთ , რომ ის სამშობლოს მოყვარული და ერთგულია?! საიდან მოხვედით, ვინ ხართ? ურჯულო დამპყრობელსაც კი შეტოკებია გული და თქვენ? თქვენ იცით მაინც, რა არის ადამიანობა, გული?!
ახლა კი გაეცანით იმ ინფორმაციას, დილით რომ გამოვაქვეყნე:
“ირაკლი დოკვაძის დედის, ლეილა დოკვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და იგი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი!
ამ საშინელ და მძიმე დღეებში, როცა სიკვდილი წინ მოდის და სიცოცხლე იჩრდილება, როცა ხალისს ცრემლები სჭარბობს, ყველა ტკივილთან ერთად, ვისაც გაინტერესებთ ხელისუფლებების პოლიტმძევალ, ტყვეპატიმარ ირაკლი დოკვაძის დედის მდგომარეობა, გაცნობებთ, რომ ქალბატონი ლეილა დოკვაძის მდგომარეობა დამძიმდა. უკვე კარგა ხანია იგი ალადაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და 3 დღეა, მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი…
ვისაც სურვილი გაქვთ ირაკლი დოკვაძის დახმარების, კიდევ მოგწერთ მის რეკვიზიტებს. იმყოფება ქსნის #15 სად-ში, ლიბერთი ბანკის ფილიალებიდან ან თუნდაც ლიბერთი ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებიდან შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა პატიმრის სახელისა და გვარის მითითებით. მოძებნით კატეგორიას პატიმარი ან სასჯელაღსრულება. შეიყვანთ დაბადების თარიღს 21.02.1961. ირაკლი დოკვაძე. დაბ. თბილისი, ჯავახიშვილის 90. ან დამიკავშირდით მე პირად შეტყობინებაში.
პატივისცემით, ქეთი სესიაშვილი, ჟურნალისტი
ტელეკომპანია PKTV.
27.11.20″
კომენტარები