პოლიტპატიმრები თუ ჯამბაზები ?

გვახსოვს როგორ იბრიქებოდა არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთო!
იფიქრებდი მელიას ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდება მალეო, თუმცა მელია იმდენად ოდიოზური ფიგურა აღმოჩნდა, რომ თავის თანაპარტიელებმაც მიატოვეს, ეს თვითონ ნიკანორმაც მიხვდა რომ თავს არავინ შეწირავდა და პარლაემნტის მანდატისთვის მელიას კი არა საკუთარ პრინციპებსაც კი უღალატებდნენ.
საბოლოოდ კი პოლიტპატიმრად მხოლოდ სააკაშვილის ტელევიზიებმა გამოაცხადა და აღიარა.
ქართველი ხალხისთვის კი რა თქმა უნდა სახელმწიფოს გადამტრიალებელი პროვოკატორი მელია ვერც პოლიტპატიმარი და რა თქმა უნდა ვერც გმირი ვერ გახდება, რამდენიც არ უნდა ეცადოს ამ მანტიის მორგება.

და მაინც მხოლოდ საქართველოში გვყავს ნამხედრიონალი ჟორჟიკა რურუას მსგავსი პოლიტპატიმრები, რომელიც ოფიციალური ქილერი იყო და ამერიკის შეერთებული შტატებშიც კი სერიული მკვლელობისთვის იყო ნასამართლები.

მხოლოდ საქართველოში გვყავს არა პოლიტიკოსი პოლიტპატიმარი, რომელიც აპელირებს ოკუპაციით,
ამ დროს კი იმ პოლიტიკური ძალის ტელევიზიის თანადამფუძნებლობას იჩემებს, რომელმაც ახალგორი, კოდორი და ასზე მეტი ქართული სოფელი ოკუპანტებს ლანგრით მიართვა.
ომის დაწყებაც საერთაშორისო დონეზე აღიარა და ამ ძალის იდეოლოგებიც ქვეყნიდან უკანასკნელი “კრისებივით” გარბოდნენ.
ნაცმედიამ კი ფაქტობრივად ჟორჟოკას თავისუფლებაზე განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ევრო ინტეგრაციის საკითხი.

მოდით ისეც მელიას დავუბრუნდეთ, რომელიც იმდენად სახეწამხდარი და ბოლომდე დისკრედიტირებულია, რომ ეხლა ვერ გადაუწყვეტია იმ პარლამენტის შეწყალებულზე გამოვიდეს, რომელსაც არ აღიარებს თუ ჩვენს დასავლელ ვაიმეგობრებს გადაახდევინოს ათი ათასი ევრო და გარეთ ჩასვრილი სიფათით ისევ მთავარ პროვოკატორად დაბრუნდეს პოლიტიკურ ველზე.

მოკლედ, რომ გითხრათ კობახიძის ოცნება თავისი პრეზიდენტით წინ არაერთ სიგიჟეს შემოგვთავაზებს.
აქეთ კიდე ამ ორტრაკოვანი ოპოზიციის არც ნატრაკი გაიშვა და არც მათი აყვავებული ეკონომიკა.

ან რა ეკონომიკა უნდა ააყვავონ მევახშეებმა და პოლიტიკურმა ჯამბაზებმა #გირჩის_სამეფოდან

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები