პოლიციამ კახეთში დაკარგული მოზარდები იპოვეს

პოლიციამ დედოფლისწყაროდან დაკარგული მეორე მოზარდიც იპოვა. 14 წლის მოზარდს ისანში მიაგნეს. სამართალდამცველებს მოზარდი მშობლებთან მიჰყავთ.

პოლიციამ, დედოფლისწყაროდან დაკარგული ორი ბავშვიდან ერთ-ერთი, 11 წლის მოზარდი თბილისში, ლილოს დასახლებაში დილას იპოვა.

ბავშვები სოფელ ხონაბუჯში ცხოვრობენ, მეზობლები არიან. სახლიდან 27 ივლისს გავიდნენ. თბილისში წასვლას ერთი-ერთი არასრულწლოვნის ბიძასთან გეგმავდნენ, ამას თვითმხილველები ადასტურებენ.

 

 

კომენტარები