პოლიციამ „მთავარი არხის” ჟურნალისტის აპარატურა იპოვა – მიმდინარეობს გამოძიება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

-„სამართალდამცველებმა, ის კამერა და ჩართვის აპარატი იპოვეს, რომელიც “მთავარი არხის” ჟურნალისტს მოპარეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს“.

დღეს, ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, – უცნობმა პირებმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს ჩართვის აპარატი და კამერა მოპარეს.

ადგილზე უკვე მივიდნენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები