პოლიციამ პარკში შეკრებილი ადამიანების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

ბრიუსელში, პირველ აპრილს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო პარკში დაახლოებით 5 000 ადამიანი შეიკრიბა. მარტის თვეში უცნობმა პირებმა მუსიკალური ფესტივალის –  La Boum ანონსი გამოაქვეყნეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო, მაგრამ  ღონისძიებაზე წასვლის სურვილი დაახლოებით 20 000-მა ადამიანმა გამოთქვა.

პარკში შეკრებილების უმრავლესობამ ალკოჰოლი მიიტანა და დისკოთეკა მოაწყო. ადგილზე მისულ  სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს.

-„პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით დავიღალეთ“, – ამბობდნენ პარკში შეკრებილები.

პოლიციამ პარკში შეკრებილი ადამიანების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის დაშლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 4 ადამიანი.

ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

კომენტარები