“პოლიციას, სასწრაფოს, სახანძროს ნებისმიერ ადგილზე მისვლა უნდა შეეძლოს მაქსიმუმ 5 წუთში.”-ნათია ფანჯიკიძე:

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს-

 

“პოლიციას, სასწრაფოს, სახანძროს ნებისმიერ ადგილზე მისვლა უნდა შეეძლოს მაქსიმუმ 5 წუთში. ორი წლის წინ ნიუ იორკის ქუჩაში ვკვდებოდი არხეინად (ნიუ იორკის საცობები საყოველთაოდ ცნობილია) – სახანძრო მოვიდა 3 წუთში და დამამხეს ჟანგბადის ნიღაბი, 2 წუთში წამოეწია სასწრაფო. იგივე გამოცდილება მაქვს ევროპაშიც, აღარ მოვყვები დაწვრილებით.
თუ ოდნავ მოაზროვნე შესაბამისი სპეციალისტი არავინ გვყავს, ვინც უზრუნველყოფს მთელ საქართველოში პოსტების განლაგების და სწრაფი გადაადგილების ასეთ გარანტირებულ სისტემას, დავპატიჟოთ ვინმე ღვთისნიერი ამერიკელი ან ევროპელი სპეციალისტი და დაგვიხაზავენ და დაგვიგეგმავენ.”-წერს ფანჯიკიძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები