პოლიციას უკვე 42 ადამიანისმსგავსი გაუმწესებია კარანტინში, თვითიზოლაცია ვისაც დაურღვევია-მანჩო გიორგობიანი

ჟურნალისტი მანჩო გიორგიბიანი სოციალურ ქსელში წერს-”

პოლიციას უკვე 42 ადამიანისმსგავსი გაუმწესებია კარანტინში, თვითიზოლაცია ვისაც დაურღვევია..

ახლა კარგად მომისმინეთ, ისედაც, ჩვენი პოლიციელები სათითაოდ ამოწმებენ ყველას და ყველაფერს, ღამეები არ სძინავთ ბიჭებს ! უამრავი ხალხი რეკავს პრეტენზიებით ხან მეზობლებზე , ხან თანამშრომლებზე, ხანაც ყურმოკრულზე , ესენიც ყველა ინფორმაციაზე გადიან და ამოწმებენ, ზოგი სიმართლეა, ზოგი მონაჭორი მაგრამ ამ ყველაფერს საგანგებო რეჟიმში მუშაობა ხომ უნდა?!
სათითაოდ ყველა კონტაქტს რომ პოულობენ პირველ-მეორე-მესამე და ა.შ რამდენი ხალხის მოძიება უწევდათ , სანამ საზღვრები დაიკეტებოდა და რა სიწრაფით , აზრზე ხართ?
ვინ ხართ ამისთანა შეუვალი ბანდერლოგები რომ სახლებში ვერ ჩერდებით და ყველას , მთელ ქვეყანას საფრთხეს უქმნით?!
აცადეთ პოლიციასაც ! მაინც ვერ დაუძვრებით, ყველას ამოწმებენ თვითიზოლაციაში მყოფებს, ყველას! და ნუ ამწყემსინებთ თავს , ისედაც უამრავ საქმე გვიკეთებენ!
ჩვენი პოლიციელების ოპერატიული მუშაობით ვართ გადარჩენილები და არ ვართ იტალიასავით უბედურებაში, რომ იცოდეთ და ჩვენ ექიმებთან ერთად , დიდი მადლობა მათ <3

p.s. გაგიგდებდნენ უცხოელი პოლიციელები წიხლქვეშ და ერთი კარგად წაიკითხეთ როგორი მკაცრი სანქციებია სხვა ქვეყნებში, დააფასებდით მერე ჩვენ პოლიციელებს რა !.. მადლობის მაგიერი ?… დაეტიეთ სახლებში მაინც! …”-წერს მანჩო გიორგობიანი

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები