პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ქუთაისში,  ნიკეას ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„კომენდანტის საათის დროს, სოციალური საცხოვრისის ბინადრები ეზოში იყვნენ, პოლიციამ მათ შენობაში შესვლისკენ მოუწოდა. მოხდა დაპირისპირება. მათ პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა“, – აცხადებს მოსახლეობა.

ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ პოლიციამ მისი არასრულწლოვანი შვილი სცემა.

უბნის ინსპექტორი პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტს უარყოფს. მომხდარზე  დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები