პოლიციის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმეს – პოლიციელის საცხოვრებელი სახლის ფართში ქირით ცხოვრობდა

შიდა ქართლის პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა ჰასან დუგანს. 31-წლის ჰასან დუგანი პოლიციის თანამშრომლის დავით სვიანაძის მკვლელობისთვის დააკავეს. მკვლელობა 1 ივლისს, დილის 2 საათზე მოხდა.
ახალი ფორმულირებით ბრალი – წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მკვლელობას გულისხმობს.
პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულმა 44-წლის მამაკაცი იმ დროს მოკლა, როდესაც პოლიციელს სახლში ეძინა.  ჰასან დუგანი პოლიციელის საცხოვრებელი სახლის ფართში ქირით ცხოვრობდა.

მოსამართლის შეკითხვაზე,  – იცის თუ არა,მკვლელობაში რომ ედება ბრალი?

ჰასან დუგანმა განაცხადა:
,,ვცხოვრობ სტამბოლში, დავამთავრე საშუალო სკოლა, არ ვარ ნასამართლევი. უკან მომდევდნენ, მცემდნენ, რატომ უნდა ვეცემე?”

გორის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჰასან დუგანს 13-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები