„პოლიციის მობილური ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით იქნებიან მობილიზებულნი – უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო“

შინაგან საქმეთა სამინისტროში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ ბრიფინგი გამართა.

-„21 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები. 21 ნოემბერს, ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იქნებიან მობილიზებულნი და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს“ – განაცხადა კახა საბანაძემ.

21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები