პოლონეთის სეიმის სპიკერად ელჟბეტა ვიტეკი აირჩიეს
პოლონეთის სეიმის ახალ სპიკერად ელჟბეტა ვიტეკი აირჩიეს. ვიტეკის კანდიდატურას მხარი 245-მა დეპუტატმა დაუჭირა. ელჟბეტა ვიტეკმა პოსტზე მარეკ კუჩინსკი შეცვალა. ამ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
პოლონეთის მედიამ და პარტია „სამოქალაქო პლატფორმამ“ დაადგინეს, რომ 2018 წლის მარტიდან 2019 წლის ივნისამდე კუჩინსკი სამთავრობო თვითმფრინავით დაფრინავდა ვარშავიდან ქალაქ ჟეშუვოში.
კუჩინსკიმ სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის 100-ჯერ გამოიყენა. ეს სახელმწიფოს 928 00 ევრო დაუჯდა.