პოლ მაკარტნიმ და რინგო სტარმა კონცერტზე ერთად იმღერეს

ჯგუფ The Beatles-ის ყოფილმა წევრებმა პოლ მაკარტნიმ და რინგო სტარმა ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე ერთად იმღერეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პოლ მაკარტნის მუსიკალური ტურნეს ფინალი ლოს-ანჯელესში Dodger Stadium-ზე გაიმართა. კონცერტის დროს მაკარტნიმ მსმენელს უთხრა, რომ მათ სიურპრიზი ელოდებოდათ.
სცენაზე რინგო სტარი გამოვიდა. მათ ერთად შეასრულეს სიმღერები “Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band (Reprise)” და “Helter Skelter.”

კომენტარები