პორტუგალიის ცენტრალურ რეგიონში ხანძარია

პორტუგალიის ცენტრალურ რეგიონში ხანძარია. ხანძარი მთიან რეგიონში კაშტელუ-ბრანკუში მძვინვარებს. ასობით მეხანძრე ტყის ხანძარს ებრძვის. ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფლის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
დაშავდა ერთი მოქალაქე და შვიდი მეხანძრე. ცეცხლის ჩაქრობას ვერტმფრენებით და სახანძრო თვითმფრინავებითაც ცდილობენ. მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ქარი უშლის ხელს.
ცეცხლი შაბათს საღამოს გაჩნდა.

კომენტარები