პრაქტიკოსი მასწავლებლებსა და მასწავლებლების მსურველებს გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ნოემბერში ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს:

„მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, როგორც იმ აპლიკანტებს, რომლებიც ზაფხულში იყვნენ გამოცდაზე გასულები, ისე იმ აპლიკანტებს, რომლებიც ახლა გადაწყვეტენ კომპეტენციის დადასტურებას.

პრაქტიკოსი მასწავლებლებსა და მასწავლებლების მსურველებს გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ნოემბერში ექნებათ. რეგისტრაცია კი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს ნოემბრის თვის დასაწყისში კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. რეგისტრაცია მათთვის უახლოეს მომავალში დაიწყება.  რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge  გამოქვეყნდება“.

კომენტარები