„პრაქტიკულად ეს პაციენტი აღარ იყო კოვიდინფიცირებული, მას ვირუსზე ტესტი ჰქონდა უარყოფითი.  პაციენტს ჰქონდა დაზიანებული ფილტვები და რიგი სხვა პრობლემები“- თენგიზ ცერცვაძე გარდაცვლილ მე-11 პაციენტზე

„პაციენტი, რომელიც აჭარაში გარდაიცვალა, ჩვენ ვიცნობდით. ბათუმში ყოფნის დროს გავეცანით. ეს იყო ძალიან მძიმე პაციენტი. მას ჰქონდა ძალიან ბევრი თანმხლები დაავადება. განსაკუთრებით, კომპრომეტირებული ჰქონდა ფილტვები, სასუნთქი სისტემა. პრაქტიკულად ეს პაციენტი აღარ იყო კოვიდინფიცირებული, მას ვირუსზე ტესტი ჰქონდა უარყოფითი.

პაციენტს ჰქონდა დაზიანებული ფილტვები და რიგი სხვა პრობლემები. იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა ფილტვების, ჰქონდა პლევრიტი, მთელი რიგი სხვა დაზიანებები, რომ მისი გადარჩენა ასაკის გამო ვერ მოხერხდა. ის იმყოფებოდა მართულ სუნთქვაზე.

გორის ჰოსპიტალში გარდაიცვალი მე-10 პაციენტი 45 წლის ქალი ,ბოლოს წინა პაციენტი, ერთად-ერთი ახალგაზრდა. მაშინ როდესაც აშშ-ში გარდაცვლილთა 20%-იანტია 20-დან 64 წლამდეა. საქართველოში ეს იყო ერთად-ერთი სამწუხარო შემთხვევა, როცა 68 წელზე ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა. მას ასევე აღარ ჰქონდა კოვიდინფექცია, პასუხი ვირუსზე იყო უარყოფითი. მაგრამ ჰქონდა დიდი მოცულობის ჰემორაგიული ინსულტი. ის გარდაიცვალა ინსულტით“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსი 639 ადამიანს  დაუდასტურდა. აქედან 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები