პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

ახალგაზრდებმა ჭიშკარზე ბოქლომები დაამაგრეს. ისინი აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტი დასაბმელია.

„ჩვენთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები, შეწყალებები.
საპროტესტო აქციები პერიოდულად გაიმართება. პრეზიდენტის ყოველ უპასუხისმგებლო მოქმედებაზე შესაბამის რეაქცია იქნება გამოხატული“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის იყო პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე. ის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ასევე შეიწყალა ასლან ბეჟანიძე. ის  18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

 

კომენტარები