პრეზიდენტის სასახლეში გერმანიის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა
საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვია.
პრეზიდენტის სასახლეში გერმანიის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
შესრულდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.
ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს. ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს დაათვალიერებს.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.