პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალა. შეწყალების აქტი მან დღეს, 27 აპრილს გამოსცა.

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების პირობა 19 აპრილს დაასახელა.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

კომენტარები