პრემიერის საჩუქარი დაბა ხულოს – პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ხულოში გრანდიოზული

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ხულოში გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
დაბა ხულოში, ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი, მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ხულოს დრამატული თეატრის მიმდებარედ მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდა სხვადასხვა ადგილობრივი ნამუშევრების მიერ შესრულებული ნახატები და ხელნაკეთი ნივთები.
 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდა. ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.
 სააღამო მუსიკალური ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“-ს კონცერტით და გრანდიოზული ფეიერვერკებით დასრულდა.
 ღონისძიება კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა.
კომენტარები