პრემიერი არ უნდა გადადგეს! რევოლუციებზე ფიქრი დაასრულეთ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში! – ხათო ბარათაშვილი:

 – “დიდხანს ვეცადე თავის შეკავება, მაგრამ ამ ერთხელაც დავწერ.
თუ ,,ოცნებას” ვინმესგან საყვედური და რამის მოთხოვნა ეკუთვნის, ისევ და ისევ ჩვენ – “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს. თუ დავჩაგრულვართ ხელისუფლებისაგან – ისე ჩვენ, თუ ვინმე ,,ნაცებს” უთრევიათ და ხელისუფლებას არ დავუცვივართ – ისევ ჩვენ.
ამდენი წელია – თუ ვინმე კომფორტში ყავს ხელისუფლებას – ისევ და ისევ ,,ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები არიან.
აბა, ახლა კი „სტოპ“ – თქვენი დასათხოვი ხელისუფლება არ გვყავს ჩვენ.
ხუთი ივლისი იყო საშინელი დღე და ვგმობ ყველანაირ ძალადობას, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი – ვინც ხელი აღმართა ჟურნალისტებზე, უ მ კ ა ც რ ე ს ა დ!
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რომელი მედიის წარმომადგენლები არიან ისინი.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას: პრემიერი არ უნდა გადადგეს!
რაც ხუთ ივლისს მოხდა – ოქტომბრის არჩევნებზე ყველა გადაინაწილებს ამ პასუხისმგებლობას.
დაელოდეთ არჩევნებს და იქ გადაწყვიტეთ ყველა პოლიტიკოსის ბედი.
რევოლუციებზე ფიქრი დაასრულეთ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში! რევოლუციაზე კი არა – იმაზე იფიქრეთ როგორ დაგვაბრუნოთ ემიგრანტები, როგორ შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას ხელი, როგორ გახდეს ადამიანი დაცული.
რაც შეეხება ელჩებს და დასავლეთს – რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერაც და შენიშვნებიც… გავითვალისწინებთ ბატონებო, მაგრამ ჩვენ, ქართველებსაც გადაგვაწყვეტინეთ რაღაც… ევროპა – ამერიკა დემოკრატიის შენების პროცესში ბევრ შეცდომებს უშვებდა. საქართველოს აქვს ერთი არჩევანი: გზა დასავლეთისკენ!”
 – წერს ემიგრანტი ხათო ბარათაშვილი
კომენტარები