პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება გადადო

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები