პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, შს მინისტრი კი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება

მედიაში  გავრცელებული ინფორმაციით,  საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მამუკა ბახტაძეს შეცვლის გიორგი გახარია.

შს მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი  ბრუნდება.
,,თუ გახარიას გაპრემიერება მოხდა, რა თქმა უნდა, ეს არის გამწვავება ვითარების, ეს არის დიდი შეურაცხყოფა მთელი საზოგადოების. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც, ჩემი აზრით, მოემსახურება ივანიშვილის ილუზიას, რომ ძალის დემონსტრირებას მოახდენს, რაც მას ვერ იხსნის საარჩევნო თვალსაზრისით, მაგრამ გვიბიძგებს კიდევ ერთი ნაბიჯით სახიფათო რადიკალიზაციის და დაძაბულობის ზღვრისკენ. – განაცხადა ტვ პირველის ეთერში საუბრისას ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები