„პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალ შენობას სახელმწიფო უმოკლეს ვადებში შეიძენს“

-„ინფექციური საავადმყოფოს შენობა არ არის კარგ მდგომარეობაში. სერვისები, რომელსაც იქ მყოფი პაციენტები იღებენ, უმაღლეს დონეზეა.

ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალ შენობას სახელმწიფო უმოკლეს ვადებში შეიძენს. პაციენტებს მაღალი ხარისხის სერვისთან ერთად, კარგი ინფრასტრუქტურული პირობებიც დახვდებათ.

თუ მხედველობაში მივიღებთ შენობის მდგომარეობას და მის შიდა დიზაინს, შენობა კარგ მდგომარეობაში არ არის, ეს ფაქტია. არ უნდა მოხდეს ამის განზოგადება მომსახურებასა და სერვისებზე.  ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, როგორც დირექტორი, მომსახურება, არის უმაღლეს დონეზე, სერვისები არის უმაღლეს დონეზე, სტაფი არის უგამოცდილესი და ინფექციებთან ბრძოლაში გამობრძმედილი. ამიტომ გავმიჯნოთ -შენობის მდგომარეობა კარგი არ არის, ეს არ არის ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო, სამაგიეროდ მომსახურება და კვალიფიკაცია არის მაღალი.

გვაქვს მიღებული უკვე გარანტია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასგან, რომ სახელმწიფო შეიძენს უმოკლეს ვადებში, ერთ-ორ თვეში დიღომში, ე.წ სამედიცინო ინოვაციების ცენტრი ჰქვია, 11-სართულიან შენობას, რომელიც ააშენა ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ. ამას იყიდის სახელმწიფო და გადმოგვცემს. ეს იქნება ძალიან კარგი გადაწყვეტა ამ საკითხის და მომავალში მარტო კარგ სერვისებზე და მარტო კვალიფიკაციაზე არ გვექნება საუბარი, ფიზიკური პირობებიც ექნებათ პაციენტებს კარგი.

ინფექციურ საავადმყოფოში ადამიანისთვის აუცილებელი მინიმუმის საშუალება არის.

ადმინისტრაციის შენობის სახურავი გადახადეს. სახურავ გადახდილ შენობაში მუშაობს ჩვენი ადმინისტრაცია. წვიმის დროს ჩამოდის წყალი.  ბოქსირებული განყოფილება, გადახურულია, შიგნით კედლები რომ ნახოთ, იატაკი, კაფელი არის დაცვენილი. ჰიგიენური ნორმები არის, პირადი ჰიგიენის ნივთები აქვთ პერსონალს. წყალი აქვთ, საპირფარეშო ყველა ბოქსს თავისი აქვს. ადამიანისთვის აუცილებელი მინიმუმის საშუალება არის“, – განაცხადა  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

კომენტარები