პრეპარატი COVID-19-ის წინააღმდეგ – ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი

ჯორჯიის შტატში, მეცნიერებმა გამოარკვიეს,- ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, MK-4482 / EIDD-2801, -მოლნუპირავირი 24 საათში ბლოკავს კორონავირუსის გადაცემას. კვლევა დააფინანსა ჯორჯიის შტატის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტმა.

მეცნიერთა ჯგუფს პროფესორი რიჩარდ პლემპერი ხელმძღვანელობს. მეცნიერთა ჯგუფმა თავდაპირველად აღმოაჩინა, – პრეპარატი ეფექტურია გრიპის ვირუსების წინააღმდეგ.

-„ეს პერორალური პრეპარატის პირველი დემონსტრირებაა, რომელიც სწრად ბლოკავს SARS-CoV-2-ს. MK-4482 / EIDD-2801-ს თამაშის წესების შეცვლა შეუძლია. ეს არის გარღვევაა SARS-CoV-2-ის ფართოდ გადაცემის პროცესში, ვიდრე საყოველთაო ვაქცინაცია ყველასთვის გახდება ხელმისაწვდომი, მას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს  პანდემიის კატასტროფულ შედეგებს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს“ – ნათქვამია უნივერსისტეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

პრეპარატის მიღება ინფიცირების ადრეულ სტადიაზეა შესაძლებელი, – სამი უპირატესობა აქვს: ხელს უშლის პაციენტის დამძიმებას, ამცირებს ინფიცირების ფაზას, რაც ამსუბუქებს ემოციურ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს, ეს  მისი ხანგრძლივი იზოლაციით იქნება გამოწვეული,ასევე სწრაფად ახშობს ადგილობრივ აფეთქებებს.

 

 

კომენტარები