„პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების პროტოკოლში ცვლილებები შეტანილი არ არის.  მედიკოსები „პლაქველინს“ იყენებენ მხოლოდ“

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

-„პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების პროტოკოლში ცვლილებები შეტანილი არ არის.  მედიკოსები „პლაქველინს“ იყენებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც იყენებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

პროტოკოლში ცვლილებები შესული არ არის. მინდა განვმარტო, მედიასაშუალებებში გამოხმაურება, რომ ჩვენი მედიკოსები იყენებენ ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც,  სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი ამ მედიკამენტს იყენებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროებისამებრ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სრულიად ვიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებასაც და კარგად ვიცნობთ გვერდით მოვლენებს, რაც ამ მედიკამენტს აქვს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 420 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კომენტარები