პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბუკინგემის სასახლეში ოფისს ხურავენ

პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა ბუკინგემის სასახლეში თავიანთი ოფისი დახურეს და 15 თანამშრომელი დაითხოვეს. ბრიტანული მედია წერს:

„ეს იმის აშკარა ნიშანია, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია არ აპირებენ დიდ ბრიტანეთში კანადიდან დაბრუნებას“.

გამოცემა Daily Mail წერს:

„ბუკინგემის სასახლეში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ, თუმცა სამეფო ოჯახმა იცის ოფისის დახურვისა და პერსონალის დათხოვნის შესახებ. სამეფო ოჯახში წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანული მედია იუწყება, რომ დათხოვნილი პერსონალის ნაწილს სხვა სამსახურში გადაიყვანენ, ხოლო დარჩენილი ნაწილის დათხოვნა მოუწევთ“.

კომენტარები