პრინც ჰარის ყოფილმა შეყვარებულმა თავი მოიკლა

ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი ქეროლაინ ფლეკი გარდაცვლილი იპოვეს თავის ბინაში ლონდონში. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, სავარაუდოდ, 40 წლის ქალბატონმა თავი მოიკლა, ვეღარ გაუძლო ცხოვრების უმძიმეს პერიოდს. 

შარშან ტელეწამყვანის მეგობარმა მამაკაცმა პოლიციას მიმართა განცხადებით ცემის შესახებ. მამაკაცმა განაცხადა, რომ ფლეკმა იეჭვიანა და როცა ეძინა, ქალმა მაგიდის სანათური დაარტყა. ქალი ამტკიცებდა, რომ ეს იყო ტყუილი. ლუისი ყველაფერს იგონებს, რათა ყურადღება მიიქციოს.

 

ამ საქმეზე სასამართლო მარტში უნდა გამართულიყო. 

 

ტელეარხმა შეუწყვიტა კონტრაქტი ფლეკს. სხვა შეთავაზებები სამუშაოს შესახებ ქალს არ მიუღია. ქეროლაინის ახლობლები ამბობენ, რომ ის აღარ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და მთელ დროს თავის ძაღლებთან ატარებდა.

ქალის გარდაცვალების შემდეგ ლუის ბერტონმა ინსტაგრამში დაწერა, რომ ახლა მისი გული ორად გაიყო. 

ქეროლაინ ფლეკი უძღვებოდა შოუებს „სიყვარულის კუნძული“ და X-Factor, აგრეთვე, მონაწილეობდა შოუში „ცეკვა ვარსკვლავებთან“.  

ფლეკმა პრინცი არი 2009 წელს გაიცნო. ისინი ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა დაშორებამ მოუწიათ მას შემდეგ, რაც რომანი არ მოიწონა სამეფო ოჯახმა და არხის ხელმძღვანელობამ, სადაც ფლეკი მუშაობდა მასზე ზეწოლა დაიწყო. 

ასე ტრაგიკულად დასრუდა ტელეწამყვანის ცხოვრება. მას 18 თებერვალს დაკრძალავენ

წყარო: korrespondent.net

კომენტარები