„პრობლემა ის იყო, – სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ავალებთ თქვენი ბინის “მაკლერის” როლი შეითავსონ“ – ნოდარ მელაძე არჩილ თალაკვაძის მეუღლეს

-„პრობლემა ის იყო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ავალებთ თქვენი ბინის მაკლერის როლი შეითავსონ.

პრობლემა ის არის რომ იარაღიანი დაცვა ხვდება ადამიანებს და თქვენ ავალებთ მათ, სახელმწიფოს უწყების თანამშრომლებს თქვენი ბინის გადაპროექტების საკითხები კლიენტთან განიხილონ. სად სამზარეულო უნდა იყოს და სად საძინებელი. “დასაცავი პირის სივრცე” როგორ არის ტერიტორია სადაც აღარ ცხოვრობს! დაცალა და გადავიდა.

პრობლემა არის ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყება.

პრობლემა არის, როდესაც მოქალაქეს 21:00 შემდეგ ბინიდან გასვლა ეკრძალება და ამ დროს თქვენი ბინის მაკლერი პირდება მყიდველს რომ ამ დაწესებულ დარღვევებს.

სირცხვილია ადმინისტრაციული რესურსის, პირადი მიზნებისათვის გამოყენებით გამართლება“ , – წერს ტელეკომპანია „პირველის“ მთავარი პროდიუსერი, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე, ქეთევან ბუბუტეიშვილი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, არჩილ თალაკვაძე ადმინისტრაციულ რესურსს პირადი მიზნებისთვის იყენებს, სოციალური ქსელით ეხმაურება. 

კომენტარები