პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“ – 95 ქვეყანას

მთავრობის სხდომა ჩატარდა.

-„ძალიან კარგი წამოწყება აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, საინტერესო წინადადებაა, – დღეს უნდა განვიხილოთ და ვიმსჯელოთ, – „იმუშავე საქართველოდან“.  ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ 95 ქვეყნის, დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალურ კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად შეასრულონ სამუშაო ვალდებულებები.

მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტი, როგორც ტრანსნაციონალური კორპორაციები ასევე, გლობალური კომპანიები გადადიან დისტანციურ მუშაობაზე, ფაქტობრივად, ადამიანის გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა იმისთვის, დისტანციურად განახორციელოს თავისი უფლებამოვალეობები. ჩვენ ვთავაზობთ 95 ქვეყანას პროგრამას – „იმუშავე საქართველოდან”, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევები ვირუსის მართვის დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ,  ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, ეს  ნიშნავს იმას, რომ 95 ქვეყნის, დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალურ კომპანიებში თანამშრომლებს, ჩვენ, ვეპატიჟებით საქართველოში და მინიმუმ 180 დღის განმავლობაში ვთავაზობთ დისტანციურად საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში საქართველოში მათი ყოფნა იყოს უსაფრთხო მათი ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, ასევე, კომფორტული. ეს პროგრამა ატვირთულია უკვე stopcov.ge-ზე, ყველას შეუძლია ამით ისარგებლოს და შესაბამის, დეტალურ განმარტებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დღეს კიდევ გააკეთებს“, – განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კომენტარები