პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყარო წითელი წიწაკაა

სურსათის ეროვნული სააგენტო momxmarebeli.ge  Facebook-ის საკუთარ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს:

„პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყარო წითელი წიწაკაა.

დადგინდა იმ ბიზნესოპერატორების რეკვიზიტები, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებენ. სუდანის ჯგუფის საღებავების კვლევის მიზნით, სააგენტომ აიღო წითელი წიწაკის ნიმუშები, რომლებსაც აკრედიტებული ლაბორატორია გამოიკვლევს.

სურსათის 6 ნიმუშში არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის 15 აგვისტოს  Momxmarebeli.ge-მ გავრცელდა.

არასაკვები დანიშნულების „სუდანის“ ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა „კულას“, მარნეულის სასურსათო ქარხნის, ფუდსერვისის, შპს „ესის“, Soledo-სა და „თეთნულდის“ პროდუქციაში“.

კომენტარები