პროდუქტები, რომლებიც ტრომბების წარმოქმნას უწყობენ ხელს

მედიკოსები გვიამბობენ, თუ რომელი პროდუქტები უწყობენ ხელს სისხლის შედედებას და ძარღვებში სისხლის ნორმალურად ცირკულაციას აფერხებენ.

ყველაზე საშიშ პროდუქტად ღორის და ძროხის ღვიძლი დასახელდა. მათ შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ქოლესტერინი და „K“ ჯგუფის ვიტამინია, რაც სისხლის შედედებას უწყობს ხელს.

საშიშ პროდუქტთა კიდევ ერთი წარმომადგენელი – მარგარინია. მის შემადგენლობაში არსებული ტრანს-ცხიმები სისხლს ასქელებენ და უარყოფითად მოქმედებენ გულის  სარქველებზე.

ტრომბების გამომწვევი მესამე ყველაზე საშიში პროდუქტი შებოლილი ძეხვია. მისგან გამოყოფილი „ცუდი“ ქოლესტერინი ძარღვების კედლებზე გროვდება. დიდი რაოდენობით დაგროვილი „ცუდი“ ქოლესტერინი კი ტრომბებს წარმოქმნის.

ტრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკად ექიმები მეტი ხილისა და ბოსტნეულის ჭამას, ძეხვეულის – ფრინველის ხორცით შეცვლას, ხოლო მარგარინის – ნატურალური კარაქით ჩანაცვლებას გვირჩევენ.

წყარო: „magadanmedia.ru“.

კომენტარები