პროექტი „დანერგე მომავალი“ გრძელდება

პროექტი „დანერგე მომავალი“ გრძელდება.

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შპს „წითელმა ბაღმა“ 4.21 ჰა-ზე ჟოლოს ახალი ინტენსიური ბაღი გააშენა

შპს „წითელი ბაღი“ პროექტში 2017 წელს ჩაერთო და სახელმწიფოსგან 40,000 ლარზე მეტი თანადაფინანსება მიიღო, რომლისგანაც 31,185 ლარი ნერგების თანადაფინანსებისთვის, ხოლო 9,746 ლარი საირიგაციო სისტემისთვის იყო განკუთვნილი.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 7,530 ჰექტარზე. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 41,534,289 მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები