პროექტი “ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“

გორის მუნიციპალიტეტი მერია ინფორმაციას  ავრცელებს:

გორის მუნიციპალიტეტში, 102 ჰა დეგრადირებული სასოფლო მიწის აღდგენის ხელშესაწყობად სამწლიანი პროექტი “ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ დაიწყო.

იგეგმება მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნის მისაღწევად ხელსაყრელი გარემოს შექმნა მუნიციპალურ დონეზე.

საპილოტე პროექტი დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის და (UN Environment) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ.

 

კომენტარები