პროკურატურამ ვიდეოჩანაწერების შესწავლის შემდეგ 20-21 ივნისის ღამის მოვლენების ქრონოლოგია წარმოადგინა

პროკურატურამ დიდი რაოდენობის ვიდეოჩანაწერების შესწავლის შემდეგ 20-21 ივნისის ღამის მოვლენების ქრონოლოგია წარმოადგინა

„დაცვის მხარის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეო მასალა რეალურად არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების განსხვავებული, დაცვის მხარისთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას“, – ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზეგავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა ბრალდებული ნიკა მელიასთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, რომელსაც არეულობის ორგანიზება ედება ბრალად.
პროკურატურამ მელიას ადვოკატს ვიდეომასალა გადასცა. მასალა „უტყუარად ადასტურებს“ მის ბრალეულობას. დაცვის მხარემ ამ მასალების საფუძველზე შექმნა „საკუთარი ვერსია“.
„სრული ვერსიის დეტალური ანალიზის შედეგად ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობდა ნიკანორ მელია, პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით განხორციელებული ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცა მშვიდობიანი ხასიათი, რაც მას, სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის აცილების მიზნით სჭირდებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები