პროკურატურამ მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წაუყენა
პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წაუყენა.
„მ.კ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით“, – აცახდებენ გენერალურ პროკურატურაში.
ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს.
ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.