პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოდ 100 000 ლარსა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს:

პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

1-ელ ნოემბერს ნიკა მელიამ აქციაზე ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.

-„ჯიუტი ვარ, ცივი გონებით ბევრი ვიფიქრე, აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას, ეს სამაჯური უსამართლობის სიმბოლოა, არის ძალადობრივი. მას აღარ შევიბამ..

ჩვენ ამ ომში ვართ და ვიქნებით, სანამ უახლოეს დღეებში არ გავიმარჯვებთ. ახლა, უკანდახევა ღალატია, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ამ მოედანზე ყველა თაობას უბრძოლია და გაუმარჯვია. ისეთი ძლიერი ვარ, როგორც არასდროს. ზუსტად ვიცი, ვიჯდები ციხეში და ვუდგები თქვენთან ერთად ერი გაიმარჯვებს. სხვებს ვერ ვთხოვ, გამოდით და ვიბრძოლოთ მაშინ, როცა მე ვარ სამაჯურშებმული” – – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის ივლისში დაუმაგრეს.

ოპოზიციის ნაწილი პარლამენტთან აქციას მართავს. აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია

სასატუმრო „თბილისი მერიოტში“ ოპოზიციურმა პარტიებმა ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს, ხელმოწერით დაადასტურეს, – პარლამენტში არ შევლენ.

მანდატებზე უარი დღეს ოფიციალურად თქვეს „პატრიოტთა ალიანსმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ლელომ“ და „ნაციონალუმა მოძრაობამ“.

ცესკოს მიერ მონაცემთა 100%-ის დათვლის შემდეგ, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში პროპორციული მანდატები დიდი სიზუსტით ასე გადანაწილდება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ – 61 მანდატი

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 35 მანდატი

„ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ – 4-4 მანდატი

„მოქალაქეები“ – 2 მანდატი

„ლეიბორისტული პარტია“ – 1 მანდატი

ამასთან, „ქართულ ოცნებას“ კიდევ 14 მაჟორიტარი დეპუტატი ემატება, რომლებმაც არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს.

ცესკოს მიერ მონაცემთა 100%-ის დათვლის შემდეგ, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში პროპორციული მანდატები დიდი სიზუსტით ასე გადანაწილდება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ – 61 მანდატი

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 35 მანდატი

„ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ – 4-4 მანდატი

„მოქალაქეები“ – 2 მანდატი

„ლეიბორისტული პარტია“ – 1 მანდატი

ამასთან, „ქართულ ოცნებას“ კიდევ 14 მაჟორიტარი დეპუტატი ემატება, რომლებმაც არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ცესკო-ს არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 3 847 საარჩევნო უბნის ხმები დათვლილია. საბოლოო შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ – 48,15 %;

„ნაციონალური მოძრაობა“ – 27,14%;

„ევროპული საქართველო“ – 3.78%;

„ლელო“ – 3,15%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %;

„გირჩი“ – 2,89%;

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 1%;

დანარჩენ პარტიებს, ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

კომენტარები