პროკურატურა გაასაჩივრებს გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული გამართლდა

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს:

პროკურატურა გაასაჩივრებს გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული გამართლდა.

საქართველოს პროკურატურა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ა.ა. გამართლდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა, რითაც დასტურდებოდა, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა არ ეთანხმება გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ბრალდების მხარემ  მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არცერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სისხლის სამართლის უმკაცრეს პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“.

კომენტარები