პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის მილიონი ლარის გირაოს ითხოვს

პროკურატურა ადასტურებს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით თითოზე მილიონი ლარის გირაოს ითხოვს.
ამის შესახებ საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა.
ამ ოდენობის გირაო ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით მოითხოვეს. უწყება ასევე მოითხოვს ბრალდებულებს აეკრძალოთ საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების ინფორმირების გარეშე.
პროკურატურამ სასამართლოს ხაზარაძისა და ჯაფარიძის აღკვეთის შუამდგომლობით დღეს მიმართა. თიბისი ბანკის დამფუძნებლებს პროკურატურაში ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

კომენტარები