პროკურორი:​ „ასეთი ქმედებები მმართველობითი გუნდის საკმაოდ მაღალი შტოდან მომდინარეობს – ც​ალსახადაა დადგენილი, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ“

-„საჭირო რუკების არგამოყენების მოტივი არის შინაგანი მამოძრავებელი ფსიქიკური მიზეზი. ეს არის ცალსახად დადგენილი, -მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ ბრალდებულები. ამ დავალებების არსებობა ფარული გამოძიების ფარგლებში ცალსახად დადასტურდა. ბრალდებული ცალსახად საუბრობს, – მაშინ ასეთი განწყობები არსებობდა და წინააღმდეგიც კი იყო დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით. უ​შუალოდ ის იყო ჩართული, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და თვითონ ახდენდა ყველა დოკუმენტაციის ანალიზს, შეთავაზებების გაკეთებას. მისი თავდაპირველი შეთავაზება და შესაბამისად საქართვლოს სახელით მისი პოზიცია იყო სწორი და მაქსიმალუარდ მიახლოებული 1938 წლის ხაზთან, თუმცა შემდეგ საკუთარ თავს შეეწინააღმდეგა ბრალდებული და შეათანხმა საქართველოს საზიანოდ. ეს ცალსახად ჩანს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ უამრავი მოწმე გამოიკითხა ამ სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც მოქმედი ისე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი. მათი ჩვენებების ანალიზი ცალსახად აჩვენებს, -ასეთი ქმედებები მმართველობითი გუნდის საკმაოდ მაღალი შტოდან მომდინარეობს.

რა თქმა უნდა, გარკვეული ინდიკატორები არსებობს, შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული, პირთა წრე, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ბრალდებულებთან, ამის იდენტიფიცირება მომხდარია ჩვენს მიერ და დეტალიზაციისაგან თავს შევიკავებ რადგან გამოძიება მიმდინარეობს ამ მიმართულებით. დამკვეთის გამოკვეთის მომენტი დღეს ცალკე აქვს პროკურატურას. ბრალდებულების ჩადენილ ​ქმედებებთან დაკავშირებით ამოიწურა გამოძიება, წარიმართა სასამართლოში განსახილველად, ხოლო დარჩა სისხლის სამართლის საქმე სადაც სხვა პირთა დანაშაულთან შემხებლობის კონტექსტში გრძელდება გამოძიება. შედეგებზე საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას.

როცა დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების დაკავება მოხდა, რომ ჩვენთვის ცნობილი იყო მოტივი,  რატომ არ გამოიყენეს რუკები და ამ მიმართულებით, ამ საკითხს არ ვასაჯაროებდით, რადგან, დამატებით მოქმედებებს ვახორციელებდით, იმისთვის, რომ ფაქტობრივი მნიშვნელობის ყველა ფუნდამენტური გარემოება საკმაოდ მაღალი სტანდარტით ყოფილიყო დადასტურებული. დღეის მონაცემებით, საქმე სასამართლოში წარიმართა, შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ.

გასაჯაროებულ მასალებში ცალსახად ჩანს, -ერთ-ერთი ბრალდებული ძალიან წუხს იმაზე, რომ საგამოძიებო ორგანოს თავისი კომპიუტერის ამოღების ნება დართო, ვინაიდან იქ იყო უამრავი საარქივო მასალა და დოკუმენტი.

რა თქმა უნდა, გამოძიებას სხვა მტკიცებულებები და სხვა ფარული ჩანაწერებიც აქვს მოპოვებული, თუმცა ყველაზე ნათლად ეს მასალები ასახავდა არსებულ რეალობას. რამდენიმე სახის ფარული საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა, ბევრი სხვა ინფორმაციაა მოპოვებული, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან გარემოებას შეიცავს. ამ მასალებით დასტურდება, – ბრალდებულები შეგნებულად მალავდნენ რელევანტურ რუკებს, ვინაიდან იცოდნენ, რომ მათ საწინააღმდეგო დოკუმენტები იყო. გასაჯაროებულ მასალებში ცალსახად ჩანს, – ერთ-ერთი ბრალდებული ძალიან წუხს იმაზე, რომ საგამოძიებო ორგანოს თავისი კომპიუტერის ამოღების ნება დართო, ვინაიდან იქ იყო უამრავი საარქივო მასალა და დოკუმენტი. პრაქტიკულად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბრალდებულების ქმედებებს ერთგვარ ნარატივად გასდევდა ინფორმაციის გადამალვა საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებით“,  – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში – „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

კომენტარები