პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია

2020 წლისთვის ქვეყანა გადადის პროპორციულ არჩევნებზე. ეს ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ეს არის ახალი რეალობა, რომელიც ორპოლუსიან პოლიტიკურ სისტემას პრაქტიკულად მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სისტემით შეცვლის და საქართველოს მომავალ პარლამენტში, 2020 წლის არჩევნების შედეგად, გაცილებით მეტი პოლიტიკური სუბიექტით იქნება დაკომპლექტებული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ინიციატივის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და მისი დღევანდელი ინტერვიუც სულისკვეთებას ამ პოლიტიკურ ნაწილში სრულიად შეესაბამება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა.
დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის მიერ 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებასაც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშანი არავის აქვს პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებას, ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა და ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებაში კითხვის ნიშანი არავის აქვს. ძალა, რომელიც პოლიციამ გამოიყენა, იყო ლეგიტიმური. ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. დაკავებული არიან პოლიციის თანამშრომლები, ის ადამიანებიც, ვინც პოლიციაზე ძალადობას ახორციელებდა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები