პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სწავლა 4 ოქტომბერს აუდიტორიებში განახლდება

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა:

-„პროფესიული კოლეჯები და უნივერსიტეტები სასწავლო პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 ოქტომბერს სწავლას დასწრებულ ფორმატში, აუდიტორიებში განაახლებენ. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები თავად იღებენ, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაკვირველია, ჩვენ სამინისტროსთან შეთანხმებით. აქ განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, – ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული“.

კომენტარები