პროფესორი – „ყველაზე მძიმე სიმპტომები შეგვხვდა 14-დან 18 წლამდე ასაკში – საყურადღებოდ და მძიმედ მიმდინარეობს დაავადება“

-„კორონავირუსული ინფექციის სიმძიმე კორელირებს პაციენტის ასაკთან, – ერთი წლიდან 18 წლამდე ასაკს, თუ შევაჯამებთ, რაც მეტია ბავშვის ასაკი, მით უფრო საყურადღებოდ და მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მძიმე სიმპტომები შეგვხვდა 14-დან 18 წლამდე ასაკში. საქართველოში ბავშვთა ასაკში ავადობა ასაკის მიხედვით დაახლოებით თანაბარია, – ყველაზე მეტია 9, 10-11 წლის ასაკის ბავშვებში.

შესაძლოა, დღის განმავლობაში, 24 საათში  მაქსიმუმ 3-4 საათი გვეძინოს. ბევრი წლის სტაჟის მქონე ინფექციონისტი ვარ, ცხოვრების ასეთი რეჟიმი არ მქონია. მინდა ჩემს კოლეგებს გამძლეობა ვუსურვო. საზოგადოებას ვთხოვ, დაიცვან საკუთარი თავიც და სხვებიც, რომ ისე დავასრულოთ პანდემია, დიდი მსხვერპლი არ გვქონდეს.

ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატ​რიული განყოფილების 60-ვე ადგილი შევსებულია“, – განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალვინა ჯავახაძემ „მაესტროს“  ეთერში, რომელმაც კოვიდინფიცირებულ ბავშვებზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა.

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2295 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46817 -ს შეადგენს.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, – ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში 2, აჭარაში 9, იმერეთში – 6, შიდა ქართლი – 1, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 1.

თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში – 387, იმერეთში – 387, ქვემო ქართლში – 166, შიდა ქართლში – 133, გურიაში – 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 97, კახეთში – 47, მცხეთა-მთიანეთში – 33, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 240. 4 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 117, აჭარაში – 690. მძიმე პაციენტი გვყავს 569, მათ შორის, თბილისში – 283, აჭარაში – 84. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 238 პირი – მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 72. 2 428 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 180 – აჭარაში, ხოლო 878 – თბილისში. 8 457 პირი მკურნალობს ბინაზე.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ხოლო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31 170-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 537 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31170 -ს შეადგენს. გარდაიცვალა 381 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 3004 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4355 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები