პროფესორ ვლადიმერ ხომერიკის განცხადება მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასა და საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით:

საქართველო სირთულეებშია, მაგრამ ის ყოჩაღია!!! საქართველომ აირჩია ნეიტრალიტეტის სწორი პოზიცია და მკაცრად იცავს მას. ვთხოვ ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ მეზობლებს, გაგებით და ობიექტურობით მიიღონ ეს მოცემულობა და ერთმანეთის სახელით, საქართველოს მთავრობაზე გავლენის მოსახდენად ნუ იგონებენ საქართველოზე „ტროლებს,“ „ფეიკებს“ და სხვადასხვა ჭორებს…
საქართველოს მთავრობა ობიექტურად აფასებს და ესმის სიტუაციის სირთულე, რის გამოც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ მდგომარეობას. პატივცემულო მეზობლებო, თქვენთვის ეს ინფორმაციული ომია, ხოლო საქართველოსთვის ეს სერიოზული წნეხია გარედან და გამოცდა.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კონფლიქტის გამო საქართველო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაინც ხელს უწყობს საომარ მოქმედებათა დამთავრებას, მშვიდობას რეგიონში, ამ კონფლიქტის ორივე მხარისათვის მისაღებ, სამართლიან გადაწყვეტას და იმავდროულად, უახლოესი არჩევნების წინაშეა.
ქართული ე.წ. ოპოზიცია, რომელსაც ისეთი პოლიტიკური მეძავები წარმოადგენენ, როგორიც არის გაქცეული
დამნაშავე, მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი – ახლახან პოლიტიკური პიარის მიზნით, აშკარად კერძო ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოსათვის უპასუხისმგებლო განცხადებით გამოვიდა აზერბაიჯანული მხარის მხარდასაჭერად იმისათვის, რომ
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ყურადღება მიექცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტებისათვის საარჩევნო ხმების მისაღებად. ეს პოზა შემთხვევით ან გულწრფელი სიმპათიების გამო კი არ აურჩევიათ, არამედ საკუთარი ტყავის ინტერესებიდან გამომდინარე, იმ გათვლით, რომ საქართველოში ცხოვრობს 400 ათასი აზერბაიჯანელი და მხოლოდ 70 ათასამდე სომეხი. ესენი კი ამომრჩევლები არიან და ამომრჩეველთა ხმებია…
ვფიქრობ, ყველას უნდა ესმოდეს, რამდენად არაკეთილსინდისიერი და ყალბია მათი წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებიც შეუსრულებადია, რამეთუ საქართველოსათვის ერთადერთ სწორად არჩეულ ნეიტრალიტეტის კურსს ეწინააღმდეგებიან და იმის გამოც, რომ სააკაშვილი ყველასათვის ცნობილი მარიონეტი და მძევალია დასავლეთისა. მათ იგი მოკლე საბმელით უჭირავთ და მხოლოდ საცოდავად წკმუტუნის საშუალებას აძლევენ, ხოლო თავისი, იმთავითვე ცრუ განცხადებების შესრულებას ის არ შეეცდება და ვერც შესძლებს, იმიტომ , რომ აშშ-სა და ევროპიდან მისი პატრონების პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულია და სულაც არ არის აზერბაიჯანისა და თურქეთის მხარეზე. ასეთია დღევანდელი მოცემულობა და ეს რეალურად უნდა აღვიქვათ, ისევე, როგორც არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას და კონიუნქტურულ განცხადებებს.
ნეიტრალიტეტის პოლიტიკა,,რომელსაც დღეს ატარებს საქართველო ყარაბახის კონფლიქტთან მიმართებაში, შესაძლოა არ მოსწონთ კონფლიქტის მხარეებს, მაგრამ ეს პოლიტიკა მათთვის გასაგები უნდა იყოს და აწყობდეს ორივე მხარეს, ასევე, მათ გულშემატკივრებს და მსოფლიო საზოგადოებასაც.
ვთხოვ ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ მეზობლებს, ასევე, მათ მეგობრებს – გაგებით მიუდგნენ საქართველოს მთავრობის ქმედებებს და ნუ შეუწყობენ ხელს საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას.
საქართველოში დესტაბილიზაცია არ შეიძლება ხელსაყრელი იყოს რომელიმე თქვენგანისათვის და ძალიან მავნეა თვით საქართველოსთვის. ვთხოვ საქართველოს მთელ მოსახლეობას და განსაკუთრებით ყველა ამომრჩეველს:
პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქვეყნის რეალურ ინტერესებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას, წინასაარჩევნოდ არარეალურ და ყალბ დაპირებებს!
გთხოვთ, გააკეთოთ სწორი არჩევანი, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და საქართველოს მშვიდობიანი მრავალვექტორული პოლიტიკის გათვალისწინებით.
ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს ქვეყანაში კანონის უზენაესობა და მართლწესრიგი. გთხოვთ გამოავლინოთ გონიერება და მედეგობა, არ შეეპუოთ მასების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო, არაკონსტიტუციურ ქუჩურ წნეხს და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით უზრუნველყოთ პატიოსანი და გამჭვირვალე არჩევნები.
მიეცით საქართველოს მოსახლეობას საკუთარი ნების მშვიდად გამჟღავნების საშუალება. საქართველოს სჭირდება სტაბილურობა, პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა და ხალხის მიერ სიტუაციის რეალური აღქმა!!!

ვლადიმერ ხომერიკი,
პროფესორი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი
2020 წ. 26 ოქტომბერი:

კომენტარები